,,1 იანვრიდან ხმაურიანი ავტომანქანების კონტროლი მკაცრდება”- ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, 1 იანვრიდან ხმაურიანი ავტომანქანების კონტროლი მკაცრდება.

,,იმ შემთხვევაში თუ ტექინსპეტირების პროცესში თავად ინსპექტორს გარკვეული ეჭვი დაებადა ხმაურთან დაკავშირებით, სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, რომელიც დეციბალებს ზომავს ხდება გადამოწმება. საუბარია, ე.წ. მაყუჩის პრობლემებზე, როდესაც მოძრაობის დროს ხმაურს გამოსცემს ავტომობილი, ეს ძირითადად ეხება სპორტულ სტილის ავტომობილებს, რომელიც განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება ღამის საათებში. როგორც ცნობილია, გადამოწმება მოხდება არა ტექინპექტირების ცენტრებში, არამედ გზებზე,”- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ვაჟა იორდანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის ჯარიმა იქნება დაწესებული ხმაურთან დაკავშირებით.

,,განსაზღვრულია დეციბალების მაქსიმალური დასაშვები ნორმა. აქ არ არის გრადაცია დღის და ღამის საათებში, ანუ ეს ნორმა უნდა იყოს დაკმაყოფილებული. რაც შეეხება გზაზე გადამოწმებას,სავარაუდოდ, იგივე მონაცემები ექნება და იგივე პარამენტრებით გადამოწმდება გზებზე  აღნიშნული ტიპის სატრანსპორტო საშუალებები. რაც შეეხება ჯარიმას, ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმა 50 ლარია, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია რა ტიპის ჯარიმა იქნება ხმაურთან დაკავშირებით, სავარაუდოდ იგივე საფასური იქნება,”- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები