,,ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს სააკაშვილი”- მაკფოლი

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის,  მაიკლ მაკფოლის განცხადებით, ჯო ბაიდენმა სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოუწოდოს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, ”სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა”.

,,პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მიმართვა სააკაშვილის გადასარჩენად. ჰუმანიტარული ნიშნით, ბაიდენმა და სხვებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება. ეს უკვე გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა”, – განაცხადა მაკფოლმა.

მსგავსი თემები