,,კვარაცხელიას ხშირად ფეხებში ძლიერად ურტყამდნენ, თამაში გაუჭირდა”- იტალიური მედია

,,კვარაცხელიას, რომელსაც ხშირად ფეხებში ძლიერად ურტყამდნენ, დარმიანისა და შკრინიარის წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა”- ასე აფასებს იტალიური  გამოცემა ilmattino ”ნაპოლის „ინტერთან“ შეხვედრას.

იტალიურ მედიის შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელია „ინტერმა“ არა ტაქტიკით, არამედ უხეშობით შეაჩერა, რასაც მთავარი არბიტრი გულგრილად ადევნებდა თვალს.

„კვარაცხელიას წინააღმდეგ, რომელიც ტრავმის შემდეგ ჯერ სასურველ ფორმაში არ არის, შკრინიარი-დარმიანი-ბარელას სამეული მოქმედებდა. ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს. შკრინიარი მას ფეხებში ჩაქუჩივით ურტყამდა – ზედიზედ ორჯერ ეუხეშა, მაგრამ ერთი ყვითელი ბარათიც არ მიუღია. „ინტერის“ ფეხბურთელმა ერთ ეპიზოდში ქართველს ფეხებში უკნიდან ჩაარტყა, რისთვისაც წითელ ბარათსაც იმსახურებდა, მაგრამ არბიტრმა იგი დაინდო,”- წერს Canale 21-ის ჟურნალისტი.

ცნობისთვის, ინტერთან“ შეხვედრა პირველი იყო სერია A-ს მიმდინარე სეზონში, რომელშიც  „ნაპოლი“ დამარცხდა.

მსგავსი თემები