უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს დაარტყეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტსა და საბრძოლო მასალის რამდენიმე საცავს დაარტყეს.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 20 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ზონებს.

“თავდაცვის ძალების სარაკეტო-საარტილერიო ჯარებისა სამხედროებმა 3 სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 ტერიტორია და მტრის საბრძოლო მასალის 2 საცავი გაანადგურეს”, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მსგავსი თემები