,,მეტი ტერიტორიის გათავისუფლებასა და რუსეთის ბოლო მარცხს ვიხილავთ”- კირილო ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა გაზაფხულზე, დიდ იერიშს გეგმავს.

მისი თქმით, უკრაინა ყველაზე “ცხელ” ბრძოლებს მარტში ელოდება.

“ამ დროისთვის მეტი ტერიტორიის გათავისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის ბოლო მარცხებს ვიხილავთ. ეს მთელ უკრაინაში მოხდება, ყირიმიდან დონბასამდე”, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით,  მათი მიზანია, დაუბრუნდნენ 1991 წლის საზღვრებს, რომლებშიც, საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.

მსგავსი თემები