,,კორონავირუსის ახალმა შტამმა, შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს”- ჯანმო-ს წარმომადგენელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის, მარია ვან კერხოვის განცხადებით, კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც XBB.1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები“, – განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

მისი თქმით, შტამი 29 ქვეყანაში გამოავლინეს, მაგრამ ის, შესაძლოა, ბევრ სხვა ქვეყანაშიც გავრცელდეს.

 

მსგავსი თემები