პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ქვეყანაში ათობით ადამიანი დაშავდა

პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ახალი წელი ქვეყანაში ცუდი ამბებით დაიწყო.  მხოლოდ ერთ ღამეში ათობით მოქალაქე დაშავდა. რუსთავში სამმა ადამიანმა თითებიი დაკარგა, მათ შორის, ერთი ბავშვია.

კიდევ ერთი შემთხვევა მარტვილში მოხდა. მოზარდს ფოიერვერკი ხელში აუფეთქდა.  ქუთაისის კლინიკაშიი შეყვანილ არასრულწლოვანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.  ოჯახის ინფორმაციით, ბავშვს თითები შეუნარჩუნეს, თუმცა სახეზეა სხეულის დამწვრობა და დაზიანება.

პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ხანძძრის რამდენიმე კერა იყო დედაქალაქშიც. მუხიანში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამე ცდილობდნენ.

ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე წუთში კი რუსთაველის გამზირზე ცენტრალურ საშობაო ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა.

მსგავსი თემები