,,თუ ადამიანი თავს მოიწესრიგებს, შეიძლება დილა უთენია თქვენც არ მოგიკლათ გული”- ოდიშარია სააკაშვილზე

,,პატიმარზე სარკაზმით საუბარი ჩემი ხასიათის ნაწილი არ არის, მაგრამ თუ ადამიანი თავს მოიწესრიგებს, შეიძლება დილა უთენია თქვენც არ მოგიკლათ გული!” – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ”დილას ბევრი ადამიანი გამოიყურება მძიმედ, სანამ სამსახურში წავა და მოწესრიგდება”.

„არანაირი სამართლებრივი პროცესების მონაწილე, მით უმეტეს როცა ექსპერტები სიღრმეებში შედიან, აქამდე არ ვყოფილვარ, მაგრამ შევეცადე, ამერიკელი ექსპერტებისთვის გულისყურით მომესმინა. რასაც მივხვდი, აქვს ამერიკული სახელი და გვარი და ამით აპელირება ძალიან მოქნილად ხდება. დანარჩენი, რაც ამ კაცისგან გავიგეთ, ინფორმაციას მშობლებისგან და ადვოკატებისგან იღებს. თუ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში მაინც და მაინც ამერიკელი კაცის სახელს და გვარს უნდა დავეყრდნოთ, იმდენი ნიჭიერი მეცნიერი გვყავს, იგივე ინფორმაცია ამ ხალხს რომ დავურიგოთ, თქვენც გაიგებთ უკეთესს და შემდეგ გველაპარაკონ ჭეშმარიტებაზე. 90-იან წლებში იყო პერიოდი, როცა მეტი წონისთვის ამერიკული სახელისა და გვარის ადამიანები ჩამოჰყავდათ, სხვათა შორის, ზოგი სახელ-გვარ გადაკეთებული იყო – თითქოს ამით პროცესს წონას სძენდნენ. ამ ადამიანმა უნდა ილაპარაკოს საქმეზე, გამოიტანოს დოკუმენტი. გასაგებია, რომ ლიცენზია აქვს, მაგრამ მისი მონაწილეობა ამ საექსპერტო დასკვნაში ნულოვანია. საპირისპიროდ არის სამხარაულის ეროვნული ბიურო, რომელსაც საერთაშორისო ქსელი აღიარებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მსგავსი თემები