,,პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა ხელისუფლებამ”- ხატია დეკანოიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით “პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა ხელისუფლებამ”.

,,პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანა დააპირა ხელისუფლებამ, მასთან გუშინ, გუშინწინ არ შეუშვეს მისი შვილები, დღეს პარლამენტის წევრებს შეგვეზღუდა უფლება მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში…ეს სრული იზოლაცია, რომელიც დასრულდა კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო არის იმის დასტური, რომ მისი პოლიტიკური და ჰუმანური, ასევე, ჯანმრთელობის საკითხების იზოლაცია, არის ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფერო გაუარესდება”,- განაცხადა დეკანოიძემ.

პარლამენტის წევრებისთვის სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება – მედიაცენტრი მთავარი – MTAVARI (mcm.ge)

მსგავსი თემები