უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით შუადღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების საფრთხეა გამოცხადებული.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 70 ფრთოსანი რაკეტიდან 58 გაანადგურეს. გარდა ამისა, ქვეყნის აღმოსავლეთით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამი სადაზვერვო დრონი და „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

მსგავსი თემები