,,როცა სჭირდებათ, ზურაბიშვილს თავიანთი დღის წესრიგისთვის ჩუმ-ჩუმად ხვდებიან, როცა უნდათ ლანძღავენ”- ბექა ოდიშარია

,,სალომე ზურაბიშვილს მილიონზე მეტმა ადამიანმა მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ არ მოსულიყო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მეგის ქარდავას და სხვა კაციჭამიებს შეიწყალებდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტზე ზეწოლა იმ ადამიანების მხრიდან ჩანს, რომლებიც 450 დღეა, უკიჟინებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

„პრეზიდენტის დისკრეციაში ჩარევის ნიშნებს არ ვხედავ. მის მიმართ ზეწოლას ვხედავ მხოლოდ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 450 დღეა, მას ლანძღვანარევი ტონით უკიჟინებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. როცა სჭირდებათ, ზურაბიშვილს თავიანთი დღის წესრიგისთვის ჩუმ-ჩუმად ხვდებიან, როცა უნდათ ლანძღავენ, რაც ალბათ არასოდეს შეგიმჩნევიათ „ქართული ოცნების“ მხრიდან. იცით, რომ 28 ათასი ადამიანი იხდიდა სასჯელს, 300 ათასი ადამიანი იყო პრობაციონერი და რა გასაკვირია, რომ ათი ათასი ადამიანი მივიდეს და გააპროტესტოს რეჟიმის მთავარი არქიტექტორის შეწყალება, რომელიც სასჯელს იხდის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

მსგავსი თემები