,,ეს არის სამოქალაქო გმირობა”- გიული ალასანია ექიმების განცხადებებზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის გუშინდელ სასამართლო სხდომას ეხმიანება. მისი თქმით, ექიმების განცხადებები სამოქალაქო გმირების ტოლფასია.

,,ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო, მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანმა თქვა სიმართლე, როგორც შეეფერება პროფესიონალს. (რესურსები ამოწურულია) როგორც ჩანს ასეც არის, მე მიმაჩნია, რომ ეს არის სამოქალაქო გმირობა. ჩემთვის საკმარისია, მაგრამ იქ ვისაც ეს ეხებათ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე სხვა საქმეა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები