უკრაინის კრიზისის დარეგულირების მცდელობისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს

უკრაინის კრიზისის დარეგულირების მცდელობისთვის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს.

ნობელის პრემიაზე თურქეთის პრეზიდენტის კანდიდატურა თურქეთის ეროვნული კრების სპიკერმა, მუსტაფა შენტოპმა წარადგინა.

„მე წარვადგინე პრეზიდენტი ერდოღანი ნობელის პრემიაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარების მცდელობისთვის. განაცხადი მაქვს. განაცხადებს ასევე წარადგენენ პარლამენტების სპიკერები და დეპუტატები სხვადასხვა ქვეყნიდან“, – თქვა მუსტაფა შენტოპმა.

მსგავსი თემები