„აბა, თუ ვაჟკაცი ხარ – ჩამოდი; ხო არ ხარ ლაჩარი – ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ, რატომ“ – პრეზიდენტი

„რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა მას აქეზებდნენ – ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ“ – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა აღნიშნული გზავნილი მას შემდეგ გააჟღერა, რაც მის სახალესთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემას ეხებოდა.

„ძალიან ნათელია, რომ აქ, რაღაც ერთობლივი თამაშია სხვადსხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე, მე? როდის? არ ვიცი, მიპასუხეთ! მე მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალა, არამედ განაწესა ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას.

ვის აწყობს ეს? რატომ არ ვკითხულობთ ამას?! სანამ ჩემთან მოვარდება აქცია, (როცა ვამბობ მოვარდნას – აქციაზე მაქვს საუბარი და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც მოდიან, მოდიოდნენ და იმედი მაქვს აქ კიდევ მოვლენ.

რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა მას აქეზებდნენ – ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ.

ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით: აბა, თუ ვაჟკაცი ხარ – ჩამოდი; ხო არ ხარ ლაჩარი – ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ, რატომ. იმიტომ, რომ უკვე ერთი წელია და მანამდეც, ამაში ვცხოვრობდით; ერთი წლის მერე, ჩვენ სრულიად გაჩერებული ვართ მიშას ირგვლივ, კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავს თავის სხვა გეგმებს, რადგან ამით პასუხი აღარ აქვს გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას და არ ვიცი, ამაში მე რა შუაში ვარ, მაგრამ  მიუღებელია. ან მე არ მიცნობენ, ალბათ, არ მიცნობენ, არ ვიცი, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე (და აღარ ვამბობ, ქალზე და პრეზიდენტზე) ის ზეწოლა, რაც ხდება დღეს. ეს ბულინგი, (სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ), პირდაპირი შანტაჟი, მუქარა, დამცირება; აგერ, ჩემს კართან ,,რუსული სოფელია“ და რას ნიშნავს ეს? არცერთ ქვეყანაში, სხვაგან, პრეზიდენტის სასახლის წინ, ასეთი სოფელი, მით უფრო, ამ დაძაბულ პერიოდში არ იქნებოდა გამართული, მაგრამ ამის შესახებ სხვასხვა აზრი და სხვადასხვა გემოვნებაა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები