,,რუსული სოფელია ჩემს კარებთან, არცერთ ქვეყანაში პრეზიდენტის სასახლის წინ ასეთი სოფელი არ იქნებოდა გამართული”- სალომე ზურაბიშვილი

,,მშანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ რას ნიშნავს” , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთ ქვეყანაში სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში, ასეთი სოფელი გამართული.

,,ამდენი წელი უკვე ვეღარ გამიცნეს, მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ უკვე ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც ხდება დღეს ზეწოლა, ბულინგი, სხვათა შორის, არ ვიცი სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღა უნდა გამოხატონ, შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ რას ნიშნავს, როცა, არ მგონია, არც ერთ ქვეყანაში სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში, ასეთი სოფელი გამართული. მაგრამ სხვადასხვა აზრები არის და სხვადასხვა გემოვნება,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები