,,მემუქრებიან…მე მაინტერესებს მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას კარიერის დასრულებით ემუქრებიან. პრეზიდენტის თქმით, მას მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი აინტერესებს.

,,მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ ისიც იცით, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც. არავინ ვერ ხედავს რატომღაც, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები