,,მანანა არჩვაძის დესტრუქციულმა ქმედებებმა ისეთ ზღვარს მიაღწია, როდესაც გაჩუმება თითქმის შეუძლებელია”- კონსტანტინე გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია გიორგი გამსახურდიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მანანა არჩვაძე ყველა ზღვარს გადავიდა.
როგორც კონსტანტინე გამსახურდია ”ფეისბუქში” წერს, მანანა არჩვაძის დესტრუქციულმა ქმედებებმა ისეთ ზღვარს მიაღწია, როდესაც გაჩუმება თითქმის შეუძლებელია.
,,მანანა არჩვაძის დესტრუქციულმა ქმედებებმა, იყენებს რა ფსიქიურად არამდგრად, ხელმოცარულ და განუვითარებელ აგრესიულ ჯგუფს, ოჯახის, საკუთარი შვილების, ზვიადის სახელისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ისეთ ზღვარს მიაღწია, როდესაც გაჩუმება თითქმის შეუძლებელია. გიორგი გამსახურდია იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა ამის შესახებ,”- წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქში.
ცნობისთვის, გიორგი გამსახურდიამ ”ტვიტერზე” დაწერა: ,,არანაირი სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ყველა ზღვრებს გადავიდა. ვისაც ჩვენი ოჯახისათვის სიკეთე უკეთებია, ყველას გაუსაძლისი პირით ლანძღავს. არანარი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს, იურიდიულ სახესაც მიიღებს მალე”.

მსგავსი თემები