პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარეობს აქცია მოთხოვნით, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მოთხოვნით, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

აქციის მონაწილეების გნცხადებით, მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები.

აქციის შესახებ მოწოდება გუშინ  ბუტა რობაქიძის დედამ, სულხან მოლაშვილის ძმამ და გიორგი გამცემლიძის მამამ გააკეთეს.

მსგავსი თემები