რუსი მილიონერი ინდოეთში ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

რუსი მილიონერი ინდოეთში ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ხორცპროდუქტების ბიზნესის მფლობელი ბიზნესმენი, პაველ ანტოვი ერთ-ერთ სასტუმროში დაბადების დღეს აღნიშნავდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, შარშან ბიზნესმენ პაველ ანტოვის „ვოთსაფით“ გავრცელდა გზავნილი, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი იყო გაკრიტიკებული.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე ამავე სასტუმროში მისი ბიზნესპარტნიორი ვლადიმირ ბუდანოვი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

 

მსგავსი თემები