„ჩემი აზრით, რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან”- უკრაინელი სამხედრო ექსპერტი

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის, ოლეგ ჟდანოვის განცხადებით,  რუსეთი უახლოეს მომავალში შეძლებს დაარწმუნოს საქართველო, უფლება მისცეს რუსულ ჯარს, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთში შევიდნენ დისლოცირებისთვის.

მისი თქმით, ,,რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან”.

„ჩემი აზრით, რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან. მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს.

თუ დაიჯერებთ იმ ვერსიას, რომ მისი მოწამვლა არის რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია და ღმერთმა დაიფაროს – თუ ის ციხეში მოკვდება, მაშინ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულიად დისკრედიტირებული იქნება.

და მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთთან დაახლოების შანსი არ ექნება. მათ ექნებათ ერთი ვარიანტი – რუსეთის ფედერაციასთან დაახლოება. გარდა ამისა, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც ბერკეტს წარმოადგენს. ვიცი, რომ აფხაზეთში აგრძელებენ სოფლების მიტაცებას.  ჯარის ბოლო გადაადგილება ზაფხულში დაფიქსირდა. ეს საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის ინსტრუმენტია“, – აღნიშნა ჟდანოვმა.

მსგავსი თემები