,,საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს”- გიორგი მარგველაშვილი

,,საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს,”- ამის შესახებ საქართველოს მეოთხმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების შესახებ 130-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართვას აქტივისტები და მოქალაქეებიც უერთდებიან. მიმართვის გავრცელების ინიციატორი  გიორგი მარგველაშვილია.

„მთავარი მიმართვის ადრესატი ქართული საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მთავარი, სადაც წყდება ბედი ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის არის ქართული საზოგადოება, მერე ამას მოჰყვება პარტნიორები, მერე მოჰყვება პოლიტიკური პროცესი. მთავარია პოლიტიკური პოზიციის კონსოლიდაცია და ვფიქრობ, რომ კონსოლიდაცია იმის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს წამებით სიკვდილი, ნებისმიერი მოქალაქის. საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს, ამის თაობაზე შეიძლება ქართული საზოგადოება ჩამოყალიბდეს. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ხელი მოაწეროს, ვისაც გულწრფელად წამს, რომ წამება და მკვლელობა მიუღებელია. ხელმოწერა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხოეთის მოქალაქეს.

მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას მე არ განვიხილავ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლიდან ბოლო მუხლამდე ყველა მუხლი ერთად რომ მოეხერხებინა და დაერღვია, მაინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს წამებით სიკვდილის განაჩენი. შესაბამისად, ის რაც ხდება მის ირგვლივ და ეს ჩემი პოლიტიკური პოზიცია არ არის, მე ვციტირებ კომპეტენტური სამედიცინო კომისიების დასკვნებს, ეს არის ამ ადამიანის მოკვდინების ნელი, წამების მეთოდი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები