პუტინის განკარგულებით, რუსეთი ნავთობს აღარ მიყიდის იმ ქვეყნებს, რომლებმაც ფასის ზედა ზღვარი დააწესეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს კრძალავს იმ ქვეყნებში, რომლებსაც ზღვრული ფასი აქვთ დაწესებული.

განკარგულება 2023 წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში.

განკარგულების თანახმად, იკრძალება რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება უცხოური ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, თუკი კონტრაქტებში პირდაპირ ან ირიბად გათვალისწინებულია ზღვრული ფასების ფიქსაციის მექანიზმის გამოყენება.

ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ ზღვით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი ბარელზე 60 დოლარის ოდენობით დაამტკიცეს.

მსგავსი თემები