,,ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების მომზადებას მომავალი წლისთვის, ეს უნდა იყოს გადამწყვეტი წელი” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გრძელდება თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს მომავალი წლისთვის მომზადება. მისივე თქმით, 2023  გადამწყვეტი წელი უნდა იყოს.

“ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მომზადებას მომავალი წლისთვის. ეს უნდა იყოს გადამწყვეტი წელი. ჩვენ გვესმის, რა რისკებია ზამთარში, გვესმის, რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე, რაც ნიშნავს, რომ გვესმის. რა შედეგები უნდა აჩვენოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელმა სექტორმა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკის აღნიშნავს, უკრაინის მთავარი მიზნებია – ქვეყნის მტრისგან გათავისუფლებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინელების სამშობლოში დაბრუნება, სახელმწიფოს დაახლოება მთავარ პარტნიორებთან და  ახალი შესაძლებლობების გახსნა.

მსგავსი თემები