გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 26 დეკემბრის ჩათვლით 6 884 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 947 დაშავდა.
დაღუპულთა შორის: 2 719 კაცია; 1 832 ქალი; 175 გოგონა; 216 ბიჭი; 38 ბავშვი და 1 904 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერჯერობით უცნობია.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განმარტებით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი წერტილიდან, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს შეფერეხბულია.