,,სამოქალაქო ომი დაიწყება აშშ-ში”- მედვედევის პროგნოზი

მრუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი 2023 წელს, გერმანია-საფრანგეთს შორის ომს და აშშ-ში სამოქალაქო ომს პროგნოზირებს.

მისივე თქმით, პოლონეთი და უნგრეთი დაიკავებენ ადრე უკრაინის მფლობელობაში მყოფ დასავლეთ რეგიონებს.

“სამოქალაქო ომი დაიწყება აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიასა და ტეხასში, შედეგად ეს შტატები დამოუკიდებელი სახელმწიფოებად იქცევიან. ტეხასი და მექსიკა შექმნიან მოკავშირე სახელმწიფოთა გაერთიანებას. ილონ მასკი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში რიგ შტატებში, რომლებიც, ახალი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ რესპუბლიკელების იქნება” – წერს მედვედევი.

 

მსგავსი თემები