სერბეთში მოასპარეზე ქართველი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
დათუნაშვილმა სერბეთში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა, რომელიც ნომინანტთა შორის გახლდათ.
ცნობისთვს, ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2019 წლიდან ასპარეზობს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.