,,კონგრესში რომ საქართველოს დახმარების გადახედვას განიხილავენ, უკვე ტრაგიკულია” – ჰამილტონი

ამერიკის “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” სამხედრო ექსპერტის, რობერტ ჰამილტონის განცხადებით ის, რომ კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვას განიხილავენ, უკვე ტრაგიკულია.

მისი თქმით, უკრაინის ომი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ ნატო-სთან უფრო ახლო პარტნიორობას მიაღწიოს და ურთიერთობა გაამყაროს.

,,ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს ნატოსთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა. იმისთვის, რომ ის დაინახონ უკრაინის გვერდით. 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ ნატოს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც ნატოს წევრები აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია. და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება საქართველოსთვის” – განაცხადა ჰამილტონმა ამიერკის ხმასთან ინტერვიუში.

მსგავსი თემები