აშშ-ში უამინდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 62-ს გადააჭარბა. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში ქარბუქის შედეგად 28 ადამიანია გარდაცვლილი. ადგილობრივი მთავრობა მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს, რადგან ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ტარდება.
აშშ-ში შტორმის გამო გაუქმდა ათასობით ავიარეისი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აეროპორტებში ათასობით მგზავრია ჩარჩენილი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.