,,აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი, მეორე მონტე-კარლო”- ირაკლი ღარიბაშვილი

   ,,ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში 10 მლრდ დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ეს გააზრებული გვაქვს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობის მიზანია, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების შერიგება. „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელება, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩვენი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება. ჩვენი მიზანია, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის … ვრცლად ,,აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, სოხუმი, მეორე მონტე-კარლო”- ირაკლი ღარიბაშვილი