დაძაბულობა კოსოვოში – სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაძაბულობის გამო, სერბეთმა შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.  სერბეთის პრეზიდენტია განცხადებით, მიიღებს ყველა ზომას ხალხისა და სერბეთის დასაცავად.

„პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არმიას უბრძანა, იყოს საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე, ანუ შეიარაღებული ძალების გამოყენების დონეზე“, – განაცხადა სერბეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა გასცა ბრძანება სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა დანაყოფებისთვის და ისინი დაექვემდებარებიან არმიის შტაბის უფროსის.

მსგავსი თემები