,,ცხადია, ისინი ღიად ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ყველაფერ იმას, რაც ძვირფასია, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ესაა მარტივი პასუხი, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ მიულოცა ოპოზიციის ნაწილმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე.
„არ ვიცი, ეს ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ, თუმცა ცხადია, ისინი ღიად ებრძვიან ეკლესიას, ღიად ებრძვიან პატრიარქს, ყველაფერ იმას, რაც ძვირფასია, რაც გაგვაჩნია, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ესაა მარტივი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.