თურქეთში ქართველი ქალი დაიკარგა – მას ადგილობრივი პოლიცია ეძებს

თურქეთში ქართველ ქალს, მზია დევაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ქალი ბათუმიდან სამკურნალოდ მეზობელ ქვეყანაში გადავიდა, თუმცა 5 დღეა, რაც გაუჩინარდა და მას ადგილობრივი პოლიცია ეძებს.

„მეხსიერების პრობლემა არ ჰქონია, თუმცა გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდა, სწორედ მაგის გამო იყო წასული თურქეთში, იქ უთხრეს, ისეთი არაფერი გჭირს, დეპრესია გაქვსო და წამალი დაუნიშნეს. იმ ღამეს გაიკეთა ის ნემსი და მეორე დღეს ქალი გაქრა.“ – წერს ოჯახის ახლობელი.

მსგავსი თემები