დუმის სპიკერის განცხადებით, საზღვარგარეთ გაქცეული რუსებისთვის გადასახადებს გაზრდიან

რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთში საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადებს გაზრდიან.

მისი მოსაზრებით, საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდა სამართლიანი ნაბიჯი იქნება.

„ყველასთვის გასაგებია, რატომ გაიქცნენ ეს ადამიანები. ვინც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე დაბრუნდა. სხვები უნდა ხვდებოდნენ, რომ რუსეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ საქციელს არ უჭერს მხარს. მათ მიაჩნიათ, რომ საზღვარგარეთ წასულმა მოქალაქეებმა უღალატეს ქვეყანას, ახლობლებს და ნათესავებს“, – წერს  ვოლოდინი ტელეგრამზე.

 

მსგავსი თემები