,,ჩვენ ახლა პირდაპირ ვუყურებთ, როგორ რეალიზდება ჩვეულებრივი პროპაგანდისტული კონცეფცია,” – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვას.
მისი თქმით, როდესაც საზოგადოება დაბნეულია ან გაურკვევლობაშია, უფრო მოწყვლადია ყველანაირი ყალბი ინფორმაციისთვის.
„საქმე ისაა, რომ უკვე გარკვეულწილად საზოგადოების შეურაცხყოფაში გადადის ეს საკითხი, როდესაც დილით იტყვიან, რომ მოწამლეს, საღამოს იტყვიან, რომ არაა მოწამლული; დილით იტყვიან, რომ რაღაც ნივთიერება იყო დაშვებულზე მაღლა, საღამოს იტყვიან, რომ არ იყო. ეს უბრალოდ არის თამაში საზოგადოების ნერვებზე, ეს ჩვეულებრივი დეზინფორმაციული, პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, დაბნეულობის შეტანა, გაურკვევლობის. როდესაც საზოგადოება დაბნეულია ან გაურკვევლობაშია, უფრო მოწყვლადია ყველანაირი ყალბი ინფორმაციისთვის. ჩვენ ახლა პირდაპირ ვუყურებთ, როგორ რეალიზდება ჩვეულებრივი პროპაგანდისტული კონცეფცია ამ მაგალითზე. პირდაპირ შეიძლება ამ მაგალითის აღწერა და გამოყენება, რათა ვანახოთ, რა არის პროპაგანდა, როგორ ეწყობა ნარატივები და შემდეგ ამით ხდება რაღაც მიზნების მიღწევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.