რესპუბლიკის მოედანზე უკრაინელების სოლიდარობის ნაძვის ხე აინთო. საშობაო ღონისძიების ინიციატორი პარტია “დროა” და სამოქალაქო საზოგადოება იყო.
„მათთან ერთად ჩვენც გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეების ნამდვილი საახალწლო განწყობა – ის რომ უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა, რომ ჩვენი გმირები მუდამ გვახსოვს და ჩვენი ყველაზე დიდი საახალწლო სურვილია უკრაინის უპირობო და სწრაფი გამარჯვება, რაც საკუთარ გამარჯვებადაც მიგვაჩნია ქართველებს, – წერდნენ სოლიდარობის ნაძვის ხის ანთების ინიციატორები.