ხანძარი იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისში, სადაც ცეცხლი სასტუმროს სახურავზე გაჩნდა. ცნობილია, რომ ხანძარი სხვენში მომხდარმა ე.წ. მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და სამართალდამცველებმა სასტუმროს შენობიდან იქ მყოფი პირების ევაკუაცია განახორციელა.
ადგილზე საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.