„ჩინეთიდან ფრენები უნდა აიკრძალოს რაც შეიძლება, მალე“ – ფხაკაძე ასახელებს დროს, როცა მისი თქმით, კოვიდი ისევ გააქტიურდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლებას მიმართავს და აფრთხილებს, რომ ჩინეთიდან ფრენები რაც შეიძლება სწრაფად აკრძალოს:

„გაფრთხილებდით (ვინ დამიჯერა მაშინ)… ჩინეთში არმაგედონი დაიწყო… გვერდზე დგომა და ყურება გამოსავალი არ არის. ზუსტად ახლა უნდა იყოს ჩართული ყველა სახელმწიფო მექანიზმი, რომ ჩინეთიდან წამოსული ცუნამი ნაკლები ზიანით გადავიტანოთ… რეალობაში კი სახელმწიფო დაკავებულია უგემური ნაძვის ხეებით (ვინ უფრო მეტ ფულს მოტეხავს ბიუჯეტიდან. მერამდენედ!).

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ვერ/არ დანიშნეს. ის ხომ არ არის ომბურდსმენი ბოლოს და ბოლოს. სახელმწიფო ოფიციალურად იღებს მონაწილეობას უხარისხო კერძო კლინიკის გახსნაში. სია დიდია… საქართველო გადააქციეს ჩვეულებრივ ბანანის რესპუბლიკად…… ჩინური კოვიდ ცუნამი საქართველომდე ძველით ახალი წლის შემდეგ მოაღწევს.

ჩინეთიდან ფრენები უნდა აიკრძალოს რაც შეიძლება, მალე  საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე  პირბადეები მოიმარაგეთ … ქვეყანაში არის უკონტროლო კოვიდის ეპიდემია და სხვა რესპირაციული ვირუსების, დღეს 12 და ხვალ 22-საც „ნახავთ”  გეყოთ ტყუილის ტირაჟირება  ქვეყანა პერმანენტულ კოვიდ ტალღებშია უკვე ნოემბრიდან და მარტამდე ასე ვიქნებით თქვენს ხელში”,- წერს ფხააკაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები