ყოველდღიური ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მომდევნო თვისა და ზოგადად, მომდევნო წლისთვის.
„ვემზადებით მომდევნო თვეებისთვის და ზოგადად, მომდევნო წლისთვის. ჩვენი ამოცანები უცვლელია. ეს ჩვენი მიწის გათავისუფლებაა. ხალხის უსაფრთხოება. ქვეყნის აღდგენა რუსული თავდასხმების შედეგად. ეს უკრაინის გამარჯვების კომპონენტებია, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე. ვემზადებით ტერორისტი- სახელმწიფოს მოქმედებების სხვადასხვა ვარიანტებისთვის, ვხედავთ მათ განზრახვებს და ვუპასუხებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მიმართა რუსეთის მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ მათ მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი არასდროს დარჩება უპასუხოდ.