ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით ისნის რაიონში, 8 პროექტი დაიწყო

 

თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო. ამჟამად, სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს და ხუთი ტიპის პროექტს მოიცავს.

​როგორც “მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოები სარემონტო მიმდინარეობი მიმდინარეობს მოსკოვის გამზირზე, სადაც N3-ში მდებარე ოთხსადარბაზოიანი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილები იცვლება. ასევე, წყალარინების შიდა ქსელი იცვლება ვაზისუბნის მე-8 ლეგიონში, III მიკრორაიონის N3 კორპუსში;  ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N144-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში და ნავთლუღის ქუჩა N24-ში მდებარე N3 კორპუსში.

მათივე ინფორმაციით, გამგეობის მიერ თანადაფინანსებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ, ხოლო მათი საერთო ღირებულება 75 106 ლარია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსებული პროექტების მიმდინარე პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე დღეს, ადგილზე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას და ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა და მათ პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

მისი თქმით, ისნის რაიონში ამავე პროგრამის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ რვა პროექტი განხორციელდება.

 

მსგავსი თემები