ჯანმრთელობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა.

გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის 9 დღის განმავლობაში პარლამენტში შიმშილობდა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში ”ნაციონალური მოძრაობის” ორი დეპუტატი – ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობენ.

მსგავსი თემები