რუსი დეპუტატი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

რუსი დეპუტატი ნიკიტა იუფერევი გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით მიმართავს, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმე  აღიძრას.

დეპუტატი პუტინის მიერ, სიტყვა „ომის“ ხსენების გამო მის წინააღმდეგ, საქმის აღძვრას ითხოვს, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელებას ეხება.

„ომის შესახებ ასეთი სიტყვებისთვის უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გასამართლებული“, – განაცხადა იუფერევმა.

ცნობისთვის, პუტინმა განაცხადა: „ჩვენი მიზანი არ არის სამხედრო კონფლიქტის ამ ბორბლის დატრიალება, არამედ, პირიქით, ამ ომის დასრულება, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და გავაგრძელებთ”.

 

მსგავსი თემები