ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – დაშავდა ერთი მამაკაცი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ლომოურის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 62 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მისი  მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მსგავსი თემები