,,არ გამოვრიცხავ არაფერს”- გიული ალასანია

კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა. მისი განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ, ხელისუფლების მხრიდან მისი უფლებების კიდევ ერთი უხეში დარღვევა იქნება.

“ყველაფერი შესაძლებელია, არ ვიცი არაფერი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ველოდები, არ ვიცი (ჩართავენ თუ არა) საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს. გუშინ დილით ვნახე, მაგრამ საერთოდ არ გვილაპარაკია ამ თემაზე”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები