,,თქვენ არასდროს დარჩებით მარტო”- ბაიდენი ზელენსკის

,,თქვენ არასდროს დარჩებით მარტო,” – ამ სიტყვებით აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა.

აშშ-ს პრეზიდენტმა სამხედრო დახმარების ახალი 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ განაცხადა.

„დღეს მე ვაცხადებ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების მორიგი ტრანშის შესახებ. 1.85 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი მოიცავს, როგორც უკრაინისთვის საჭირო აღჭურვილობის პირდაპირ ტრანსფერებს, ასევე კონტრაქტებს საბრძოლო მასალების მიწოდებისთვის, რომელიც უკრაინას მომდევნო თვეებში დასჭირდება, მისი არტილერიისა და ტანკებისთვის და სარაკეტო სისტემებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალი შესაძლებლობების გარდა, პაკეტი ასევე მოიცავს „პეტრიოტის“ ბატარიებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები