„მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, შესაბამისი მკურნალობისთვის – მისი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული” – დევიდ გოლდსმიტი

მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, შესაბამისი მკურნალობისთვის – მისი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული , – ამის შესახებ უცხოელმა ექსპერტმა დევიდ გოლდსმიტმა განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლას და ამიტომ მისი ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაა საჭირო, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა იქნება.

„სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით ვიცი, რომ საქმე გვაქვს მძიმე მეტალებით მოწამვლასთან. ის ციხის სისტემიდან უნდა გათავისუფლდეს და მოათავსონ ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება ექსპერტიზა და ტოქსიკური აგენტების აღმოჩენის და მართვის სპეციალობა. ასევე უნდა ჩატარდეს ყველა დამატებითი ტესტირება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყოს. ის უნდა გადაიყვანონ სხვა ქვეყანაში, შესაბამისი მკურნალობისთვის, მისი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დევიდ გოლტდსმიტმა.

მისივე თქმით, ხვალ სასამართლოს ჩვენებას მისცემს.

„მზად ვარ, ხვალ სასამართლოს ჩვენება მივცე. მოსამართლის წინაშე ვისაუბრებ იმ ფაქტებსა და დეტალებზე, რომელიც პირადი დაკვირვებისა და სხვა სამედიცინო დოკუმენტების შესწავლით აღმოვაჩინე“, – განაცხადა დევიდ გოლტდსმიტმა.

მსგავსი თემები