,,ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ”- ვიქტორ ორბანი

,,ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ,”- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთმა უკრაინაში მიმდინარე ომისგან “მოშორებით ყოფნა” შეძლო.

“ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ. ის, ვინც იარაღს აწვდის – კოჭებამდეა მასში, ის, ვინც ჯარისკაცებს წვრთნის – წელამდეა, ის, ვინც მთელ მეომარ ქვეყანას წვრთნის – ყურებამდეა ომში”, – აღნიშნა ორბანმა.

ორბანის თქმით, უნგრეთი მომავალშიც ”გვერდზე დარჩება”, მაგრამ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინიდან დევნილებს.

 

მსგავსი თემები