უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ნაწილში სოფელ პრავდინოში რუსი ოკუპანტების მსხვერპლთა მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.
მისი თქმით, 30 ნოემბერს გათავისუფლებულ სოფელში ნახეს 7 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის მოზარდი გოგოს ცხედარი.
“ისინი უბრალოდ კლავენ” – წერს რეზნიკოვი.