,,კითხვები იბადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს.

მისი თქმით, სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა.

„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს. ოპონენტები როდესაც საუბრობენ, რომ ადამიანი მოწამლულია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა. კითხვას ბადებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას მისი პოლიტიკური მეგობრები, ადვოკატები ცდილობენ. ეს ყველაფერი ერთი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სააკაშვილი დაუძვრეს პასუხისმგებლობას და სასჯელი არ მოიხადოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი თემები