„იარაღის მიწოდება გრძელდება…ეს უკრაინას კარგს არაფერს უქადის“- დიმიტრი პესკოვი

,,ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია აშშ-ში ვიზიტის შემდეგ უფრო კონსტრუქციული არ გახდება და რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის მიმართულებით არ შეიცვლება,” – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, აღნიშნულ  ვიზიტთან დაკავშირებით კრემლს არანაირი პოზიციური მოლოდინი არ აქვს.

„იარაღის მიწოდება გრძელდება და მიწოდებული იარაღის დიაპაზონი ფართოვდება. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იწვევს კონფლიქტის გამწვავებას. ეს უკრაინას კარგს არაფერს უქადის“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც  ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

მსგავსი თემები