,,ძალიან სევდიანია…ამ ვითარებაში ხვდება თავის დაბადების დღეს”- ეკა ხერხეულიძე

,,ძალიან სევდიანია, ჰააგაში გამართლებული მთავარსარდალი, ამ ვითარებაში ხვდება თავის დაბადების დღეს,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

ხერხეულიძემ კლინიკა  ”ვივამედში”, დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

,,დღევანდელი დღე არის ძალიან სევდიანი, როდესაც ქვეყანა, რომელსაც მიზეზი აქვს დიდი ზეიმის, ვგულისხმობ ჰააგაში გამართლებული მთავარსარდლის კლინიკაში ხილვა, რომელიც ტუსაღია დღეს პუტინის, ამ ვითარებაში ხვდება დღეს თავის დაბადების დღეს, ეს არის ერთი ძალიან სევდიანი და სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის,”- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი თემები